კვეკვესკირი – ტრანსფერი კი არა, ტრავმა

ნიკა კვეკვესკირმა ტობოლში ვარჯიში დაიწყო. 

ჯერჯერობით ინდივიდუალურად. 27 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ბოლოს 28 ივლისს ითამაშა და მას შემდეგ ორი მატჩი გაუცდა.

 

იყო საუბარი, კვეკვესკირს გუნდის შეცვლა სურს და კლუბიც არაა წინააღმდეგი, მის გაყიდვას აპირებენო. ხმები გავრცელდა მას შემდეგ, რაც ტობოლი ევროპა ლიგის პირველივე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავარდა. თუმცა ტობოლმა ეს ხმები უარყო: ნიკა გუნდში რჩება.  

 

კვეკვესკირისა და კანკავას გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატს ლიდერობს, თუმცა მეორე და მესამეადგილოსნებს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.