გარდაიცვალა არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი (+ფინალში გოლის ვიდეო)

არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი ხოსე ლუის ბრაუნი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 ცენტრალურ მცველ ბრაუნს ნაკრებში ერთი გოლი ჰქონდა გატანილი და ისიც როგორი... მუნდიალ–86–ის ფინალში, გერმანელთა კარში თავით. ამ გოლით ანგარიში გაიხსნა, საბოლოოდ კი დიეგო მარადონამ და კომპანიამ 3:2 მოიგეს.

 

ბრაუნმა ფეხბურთელობისას რამდენიმე გუნდი გამოიცვალა, ყველაზე დიდხანს კი (8 წელი) ესტუდიანტესში იყო. კარიერა 1989 წელს დაასრულა და მერე რამდენიმე გუნდს წვრთნიდა, თუმცა არცთუ წარმატებულად.

 

ბრაუნი ალცჰაიმერით იყო დაავადებული.