ლუკაკუ: ბევრს ვვარჯიშობ. საკვები? სალათა

ლუკაკუ: ინგლისშიც ბევრს ვშრომობდით, მაგრამ აქ ნამდვილი ვარჯიშის გემო გავიგე.  

ლუკაკუს ინტერში გადასვლა ძალიან სურდა და ოცნებაც აიხდინა. ბელგიელი თავდამსხმელი ახალი სეზონისთვის ემზადება და, როგორც თავად ამბობს, ძალიან ბევრს ვარჯიშობს

 

„წინასასეზონო მზადება მართლაც დამღლელად მიმდინარეობს. ჩემთვის ყველაფერი შეიცვალა. ინგლისშიც ბევრს ვშრომობდით, მაგრამ აქ ნამდვილი ვარჯიშის გემო გავიგე.  ლამაზი ქალაქია, მაგრამ აქ მისი მშვენიერებით ტკბობისთვის არ ვარ,  იმისთვის მოვედი, რომ რაღაც ღირებული მოვიგო“, - საბოლოოდ კი იტალიურ სამზარეულოზე იხუმრა -„განსაკუთრებით რომელი იტალიური კერძი მომეწონა? სალათა“,- თქვა  ლუკაკუმ.