ნეიმარი და რეალი

კოუტინიო და ზედაც 80 მილიონი


ნეიმარის გარშემო სატრანსფერი საგა გრძელდება და ჩანს, სხვა კლუბში მისი გადასვლით დამთავრდება. ბრაზილიელი ფეხბურთელი ან ბარსელონაში დაბრუნდება, ან რეალის მაისურს მოირგებს. 

ითქვა, რომ  ბარსელონა პარიზელებს 60 მილიონ ევროს სთავაზობს და ჯერჯერობით არც ერთი ცენტით მეტს. არადა, ორი წლის წინ ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 222 მილიონი აიღეს.

თუმცა, ბარსელონა-ნეიმარი-პსჟ სამკუთხედში ფულიც არ არის მთავარი, ამბობენ, კლუბებს შორის ურთიერთობა სწორედ 222 მილიონიანი ტრანსფერისას დაიძაბა და კატალონიელების გასამწარებლად ფრანგებმა თავიანთი ვარსკვლავი, შესაძლოა, რეალს დაუთმონო.

 

ამასობაში კი ფრანგულმა პრესამ გამოარკვია, რომ ბარსელონა საფრანგეთის ჩემპიონს ფულთან ერთად ნეიმარის თანამემამულე ფელიპე კოუტინიუს სამსახურსაც სთავაზობს. თანხა კი შეიძლება 15-20 მილიონით გაიზარდოს და ჯამში 80 მილიონი შეადგინოს.

მოკლედ, კოუტინიო და 60-80 მილიონი პსჟ-ს, ნეიმარი - ბარსელონას.
ნეიმარის ტრანსფერის მოლოდინს ამყარებს ის ფაქტიც, რომ საფრანეთი ჩემპიონატის პირველ ტურში ბრაზილიელს არ უთამაშია, პარკ დე პრენსის ტრიბუნაზე კი ულტრასებმა ბანერი გაშალეს, ნეიმარი ...

 

ითქვა ისიც, რომ ბრაზილიელს ბარსელონადან ლეო მესიმ დაურეკა და დაბრუნებაზე ესაუბრა, თან კი კლუბის პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუს სთხოვა, ნეიმარის გადასაბირებლად ფული არ დაიშუროს. ესპანური მარკა წერს, რომ მესი-ნეიმარის საუბარი მეტწილად ბრაზილიელის რეალში შეასაძლო გადასვლას შეეხებოდა, არგენტინელი ვარსკვლავი, ცხადია, მადრიდულ კლუბს აძაგებდა და მეგობრისა და ძველი პარტნიორის ბარსელონაში დაბრუნების უპირატესობაში დარწმუნებას ცდილობდა.  

პარალელურად კი ბრაზილიელ შემტევს პარიზში დარჩენისკენ მოუწოდებს კილიან მბაპე, ერთად კიდევ ბევრი დიდი წარმატება გველისო...

ერთი სიტყვით, ვნახოთ რა როგორ იქნება. საფრანგეთის ჩემპიონატი კი დაიწყო, მაგრამ ნეიმარს ჯერ არ უთამაშია, სატრანსფერო ფანჯარა კი 2 სექტემბერს იხურება.