უეფამ დინამოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა! - ფეიენოორდთან მაყურებლის გარეშე...

სამწუხაროდ, უეფამ დინამოს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

დინამოს ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ეუფამ გადაწყვეტილების შეცერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ფეიენოორდთან შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის. შეგახსენებთ, დინამო ფანების გამოფენილი ბანერის გამო დასაჯა, სადაც ციფრები 88 მკვეთრად იყო გამოსახული. 88 ნეონაცისტური სიმბოლოა, რომელსაც შეესაბამება ლათინური ანბანის ასოები HH, რაც Heil Hitler-ს ნიშნავს. თბილისური გუნდის ულტრასების განცხადებით, ეს ბანერი 1988 წელს უკავშირდება, როდესაც ქართველი ქომაგები დინამოს ორგანიზებულად საზღვარგარეთ პირველად გაყვნენ.

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.