ლიგა2 ჰეთ–თრიქით და სიურპრიზითაც

ეროვნულ ლიგა 2–ში 21–ე ტურის სამი მატჩი გაიმართა. გამოსარჩევია ზუგდიდის მოგება გაგრასთან – 1:0.

ერთადერთი გოლი გამოცდილმა ლუკა გუგუჩიამ გაიტანა. ეს კახა გოგიჩაიშვილის გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. გუნდი მეცხრეზე, ფლეი–აუტის ზონაშიადა 12 ქულით ჩამორჩება მეშვიდეადგილოსან გაგრას.   

 

ლიდერმა თბილისის მერანმა 5:1 მოუგო ქობულეთის შუქურას. ასეთი სხვაობა ნამდვილად არაა გასაკვირი: მერანი ბევრად ძლიერი გუნდია. საუკეთესო იყო 22 წლის გიორგი გოგოლაშვილი, რმელმაც ჰეთ–თრიქი გაიფორმა.

 

თელავმა კი 1:0 სძლია ცხინვალს. 37 წლის ალექსანდრე კოშკაძემ საჯარიმო გაიტანა. კახეთის გუნდს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა და უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლო მოგება. ცხინვალი კი ახალი გუნდია, მეტწილად 18–20 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. თელავს ჰყავს ბირთვი, რომლებიც ლიგა 2–ისთვის ნამდვილად კარგები არიან: თუნდაც ირაკლი რუხაძე, დმიტრო პუდი, ბექა ვარშანიძე... 

 

მერანი – შუქურა 5:1

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (7), 1:1 კურმაშვილი (14), 2;1 გოგოლაშვილი (45), 3:1 გოგოლაშვილი (53), 4:1 გოგოლაშვილი (89), 5:1 გეწაძე (90+1)

 

თელავი –ცხინვალი 1:0

გოლი: 1:0 კოშკაძე (57)

 

გაგრა – ზუგდიდი 0:1

გოლი: 0:1 გუგუჩია (65)

 

14 აგვისტოს 17:30 საათზე დაიწყება ორი მატჩი: კოლხეთი–შუქურა და ტურის ცენტრალური შეხვედრა, სამტრედია–შევარდენი.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.