მინასიანი: საბურთალო უკეთეს ფორმაშია, მაგრამ აქ საბრძოლო განწყობით ჩამოვედით

არარატის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 

საბურთალოსთან, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ, არარატ-არმენიას მწვრთნელმა ვარდან მინასიანმა ქართველი და სომეხი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სომხეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა თქვა, რომ მეტოქე მათზე კარგ ფორმაშია და შეეცდება, ორივე ტაიმი თანაბრად კარგად ჩაატაროს.

"რა თქმა უნდა, საპასუხო შეხვედრისთვის სათამაშო სქემას შევცვლით, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები არ იგეგმება.

სომხეთში პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მეორე ნახევარში კი ბევრი შცდომა დავუშვით, 2 გოლი მივიღეთ და საბოლოოდ დავმარცხდით. ვეცდებით, რომ მეორე მატჩის ორივე ტაიმში თანაბრად კარგად ვითამაშოთ.

საბრძოლო განწყობა გვაქვს. სომხეთის პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩი მოვიგეთ და შევეცდებით, რომ ეს კარგი მუხტი ევროპის ლიგაზეც გადმოვიტანოთ.

დაბალანსებულ ფეხბურთს ვითამაშებთ. მართალია 2 გოლის გატანა გვჭირდება, მაგრამ მთელ ძალებს შეტევაში არ გამოვიყენებთ, თავის სწორად დაცვაზეც ვიზრუნებთ.

ამ მომენტისთვის ქართული გუნდი გაცილებით კარგ სათამაშო კონდიცეიბშია, ვინაიდან ისინი ეროვნულ ჩემპიონატში დიდი ხანია თამაშობენ, ჩვენ კი პრემიერლიგაში მხოლოდ 1 მატჩი ჩავატარეთ, ეს ჩვენი მეტოქის პლუსია.

საბურთალოს რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დიდ ევროპულ ჩემპიონატებსა და კლუბებში ითამაშებენ, ისინი ჩვენთვის ხიფათს წარმოადგენენ",-თქვა მინასიანმა.

საბურთალო-არარატის მატჩი 14 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხზე, 20:00 საათზე დაიწყება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.