ანდრო ბითაძე დინამოში ითამაშებს

ბითაძე უმატებს. სასიამოვნო კომუნიკაციაში და არარეალურად რთულად დასაჭერი აუზში, პოზიციისთვის ბრძოლის დროს.

წყალბურთის ახალგაზრდა ვარსკლავი ანდრო ბითაძე თბილისის დინამოში ითამაშებს. კლუბმა საქართველოს ნაკრების ცენტრს ხელშეკრულება ამ სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ბითაძის ახალი კლუბი ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიტვირთება. გუნდი გაძლიერდა. ლეგიონერებით. და ანდროთი. რომელიც ბოლო წლებში სტაბილურად შედის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ცენტრებში.

ბითაძე უმატებს. სასიამოვნო კომუნიკაციაში და არარეალურად რთულად დასაჭერი აუზში, პოზიციისთვის ბრძოლის დროს. ბითაძე დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა ცენტრია.

დანარჩენს ანდრომ ახალ გუნდთან ერთად უნდა მიხედოს.

მჯერა, რომ აუცილებლად მიხედავს. ამ ბიჭს პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი ოჯახურად ახასიათებს.

ამ დღეებში ანდროსთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ.