Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 22. დეანდრე აიტონი (ფინიქსი)

დევიდ რობინსონს ეს გამოუვიდა. და დევიდმა საჩუქრად ტიმ დანკანი მიიღო. აიტონის საჩუქარი აიტონია. 

კარიერა:  ფინიქსი (2018-დღემდე).  

პოზიცია: ცენტრი.

სტატისტიკა: 16.3 ქულა, 10.3 მოხსნა, 1.8 პასი.

 

დევიდ რობინსონი დაბრუნდა და ის ფინიქსშია, სადაც ძალიან ცუდ გუნდში ძალიან მაგარ კალათბურთს თამაშობს. ახალგაზრდა დეანდრე აიტონი სან ანტონიოს ლეგენდარული ცენტრის კლონია. ვიზუალურად. თამაშის სტილით. როგორც ადმირალი, აიტონიც სწრაფი და ზედმეტად მოქნილია ცენტრისთვის. როგორც ადმირალი, მას უყვარს ოპონენტისთვის სივრცის მიცემა, რომ ბოლო მომენტში ხორციანად დაუფაროს და სამწამიანში დაბრუნების სურვილი წაართვას. უბრალოდ, დევიდ რობინსონი ამას ყოველთვის გამოცდილ და შედეგზე ორიენტირებულ თანაგუნდელებთან ერთად აკეთებდა. ფინიქსი ქაოსია, რომელსაც ჯერ აიტონი ვერ ალაგებს. ბიჭმა ვერ გაიგო, ვის რა ევალება. ბიჭმა ვერ გაიგო ფინიქსის მიზანი. და ეს არ არის კარგი. მართლა. ძალიან მძიმეა. დეანდრე აიტონი ამ გუნდის მომავალია. თუ ფინიქსში ამას გაიგებენ.

აიტონი არ უნდა იყოს დამოკიდებული ამ ქაოსზე, სადაც მწვრთნელმა არ იცის, როდის გაუშვებენ. სადაც აიტონმა არ იცის, რატომ არ აძლევენ მას დროს ბოლო მეოთხედში. სადაც აიტონმა არ იცის, ვინ იქნება მისი მწვრთნელი ხვალ ან - შემდეგ ვარჯიშზე. ფინიქსის ბოსები უკვე საკუთარ თავსაც არ ენდობიან და ქაოსი მეფობს. ფინიქსი რა თქმა უნდა, ვერ გავა ფლეი ოფში და ფინიქსი იქ დიდხანს ვერ შევა. უბრალოდ, იქ ფინიქსის ადგილი არ არის. აიტონმა ეს გაიგო, მაგრამ როგორც ადმირალს, სურს, რომ შეცვალოს გუნდი. უკეთესობისკენ. დევიდ რობინსონს ეს გამოუვიდა. და დევიდმა საჩუქრად ტიმ დანკანი მიიღო.

აიტონის საჩუქარი აიტონია. ცირკი გრძელდება.