Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 21. ბრედლი ბილი (ვაშინგტონი)

ვაშინგტონი შეიცვალა და არ იცვლება ბილი. მოთამაშე, რომელიც ეფექტურია ბურთით და მოთამაშე, რომელიც უფრო ეფექტურია ბურთის გარეშე. 

კარიერა:  ვაშინგტონი (2013-დღემდე).  

პოზიცია: მსროლელი.

სტატისტიკა: 19.8 ქულა, 3.9 მოხსნა, 3.7 პასი.

 

მსროლელი, რომელიც იძულებით გახდა გამთამაშებელი და ეს დავალება ფრიადზე ჩააბარა. მსროლელი, რომელიც დაცვაში მეორე გუნდის ყველაზე სწრაფ დაბალს იჭერს და მისტერ ბილმა ეს ნორმალურად გააკეთა. უკმაყოფილოები თითქმის არ იყვნენ. მსროლელი, რომელმაც ბოლო სეზონში ისწავლა ჯონ უოლის გარეშე თამაში და არ იყო უკმაყოფილო. ის საკუთარ თავს უოლზე მეტ გათვლილ და დროულ პასს უკეთებდა. და, მსროლელი, რომელმაც იცის, რომ ვაშინგტონში დარჩენა კარიერის გარისკვა იყო. და, ის დარჩა. ძალიან სერიოზული კონტრაქტით და ძალიან ცუდი პერსპექტივით. ბრედლი ბილი ამ გუნდის თვალები და აწმყოა. ვაშინგტონმა ეს დააფასა. ბრედლი ბილმა გუნდი ფლეი ოფში უნდა გაიტანოს. ან, გული დაწყდება გუნდზე და გაცვლას მოითხოვს. როგორც ხდება ხოლმე თანამედროვე ლიგაში. და ეს უკვე კანონია.

ვაშინგტონი შეიცვალა და არ იცვლება ბილი. მოთამაშე, რომელიც ეფექტურია ბურთით და მოთამაშე, რომელიც უფრო ეფექტურია ბურთის გარეშე. ამ ლიგაში ბურთის გარეშე არ უნდა დარჩე. ან, შენ კარგავ ხელშეუხებელი ვარსკვლავის სტატუსს. ბილი ამაზე არ ფიქრობს და ბრედლიმ პაუზის აღება, რამდენიმე შემორბენის შემდეგ ბურთის საუკეთესო წერტილში მიღება და სროლა ისწავლა. ის, რაც მანამდე ბრედლის არსენალში არ იყო. ბილმა იცის, რომ უოლთან თუ - მის გარეშე, ის ამ გუნდში ყოველთვის დიდ ნდობას მიიღებს. ავანსები უნდა გაამართლო. ავანსები შენი მომავალია. ბილმა ახალ სეზონში დაცვაშიც უნდა მოუმატოს. აღმოსავლეთში ძალიან ბევრი კარგი დაბალი ტიპია. და ყველას აქვს სურვილი, როგ დაგმარხოს და გეკაიფოს.

ბილიც იგივეს გააკეთებს. და, გაცილებით სადისტურად.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.