Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 20. კლინტ კაპელა (ჰიუსტონი)

კლინტი ეფექტურია, როგორც მძიმე იუტასთან, ასევე - სწრაფ და დაუნდობელ გოლდენ სტეიტთან.

კარიერა:  ჰიუსტონი  (2014-დღემდე).  

პოზიცია: ცენტრი.

სტატისტიკა: 12.0 ქულა, 9.2 მოხსნა, 1.5 დაფარება.

 

თანამდედროცე ცენტრები ამოდიან პერიმეტრზე და პრობლემებს გარედან გიქმნიან. კლინტ კაპელა გარეთ არ ამოდის. თანამედროცე მაღლები დაცვაში ბოლომდე არ იღლებიან და დამზღვევებს ელოდებიან. კლინტ კაპელა საკუთარ საქმეს სხვას არ ანდობს. თანამედროვე ცენტრები ელეგანტურად ატარებენ ბურთს და პოზირებენ. კლინტ კაპელას არ უყვარს ბურთის დიდხანს დატოვება. თანამედროცე მაღლებიდან ყველას აქვს კლინტ კაპელას წინააღმდეგ დაცვაში თამაშის პრობლემა. კლინტ კაპელა პერსონალურად ყველას შედეგიანად იჭერს. ყოველთვის ფოლების გარეშე არ გამოდის, მაგრამ კაპელა უკეთესია მათ წინააღმდეგ, ვიდრე - პირიქით. და ჰიუსტონის ცენტრი ამას სტაბილურად აკეთებს. ეს უკვე მოდაშია.  

კლინტ კაპელამ მოუმატა. როდესაც პირველ ნომერზე მონაცვლეობით კრის პოლი და მისტერ ჰარდენი დგანან, არ იცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გენიალური დაბლები და შენც იმპროვიზირებას სწავლობ, არასტანდარტულად აზროვნებას ეჩვევი. პოლი უფრო ახლოს იყო კლასიკურ პირველ ნომერთან და ჰარდენისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჯეიმსი იწყებს შეტევას საკუთარ სროლაზე ფიქრით და პასი მხოლოდ სათადარიგო ოფციაა. პოლთან - პირიქით. და კაპელამ არასტანდარტულად თამაში დაამუღამა. დღეს, ახალგაზრდა ბიჭი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი ცენტრი და დამზღვევია. კაპელასთან ერთად მოუმატა ჰიუსტონმაც. კლინტი ეფექტურია, როგორც მძიმე იუტასთან, ასევე - სწრაფ და დაუნდობელ გოლდენ სტეიტთან.

კაპელა მოუმატებს.