2 წითელი, 22 პენალტი და მეკარეების გოლები ჩემპიონთა ლიგის მატჩში (+VIDEO)

დანიისა და სერბეთის ჩემპიონებმა ფლეი-ოფის საგზურის მფლობელი 11-მეტრიანების სერიაში გაარკვიეს 

კოპენჰაგენისა და ცრვენა ზვეზდას მატჩი იქამდე მივიდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ფლეი-ოფში გამსვლელი გუნდის გამოსავლენად არამხოლოდ 11-მეტრიანების სერია, მეკარეების დარტყმაც კი აუცილებელი გახდა. 


დანიის ჩემპიონმა სერბულ გუნდს სტუმრად ჩატარებული შეხვედრის მსგავსად, შინაც ფრე - 1:1 ეთამაშა. 


დაძაბულ მატჩში, რომელშიც მსაჯმა ორივე გუნდის ფეხბურთელი გააძევა, გამარჯვებულის გარკვევას პენალტების სერია დასჭირდა.

 

თელია პარკენის საჯარიმოში ბალახი იდეალურ მდგომარეობაში ნამდვილად არ ყოფილა, რამაც ფეხბურთელებს ზუსტი დარტყმების შესრულებაში ხელი შეუშალა. ბოლოს საქმეში ორივე გუნდის მეკარე ჩაერთო, რომლებმაც მოვალეობას თავი კარგად გაართვეს, მერე კი დარტყმების ახალი წრე დაიწყო - მეორე ცდა მასპინძელთა ფორვარდ ჟონას ოლდერ ვინდს გაუცუდდა და წითელმა ვარსკვლავმა - 7:6 იმარჯვა.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.