ლივერპულის მცველი ჩელსისთან არ ითამაშებს - ტრანსფერი უფრო სავარაუდო ხდება  

ის გუნდს აღარ სჭირდება, კლოპს კი ახალგაზრდა ფეხბურთელით ჩანაცვლება სურს 

ლივერპულის ცენტრალური მცველი დეიან ლოვრენი ჩელსისთან უეფას სუპერთასის შეხვედრას გამოტოვებს. დიდი ალბათობით, ხორვატი უკანახაზელი მალე რომას ფეხბურთელი გახდება. 


"ლოვრენის უთამაშებლობის მიზეზი ისაა, რომ იგი ავადაა. შესაძლო ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება",-თქვა იურგენ კლოპმა


მერსისაიდელები მზად არიან, რომ 30 წლის ფეხბურთელს 15 მილიონად შეელიონ, თუმცა ჯალოროსისთვის ეს ფასი გადამეტებულია. 


ლოვრენი ლივერპულში 2014 წელს, საუტჰემპტონიდან გადავიდა. ამჟამად იგი ვირჯილ ვან დეიკის, ჯო გომესისა და ჟოელ მატიპის შემდეგ, თავის პოზიციაზე მეოთხე კაცად მოიაზრება. მისი წასვლის შემთხვევაში, გერმანელი სპეციალისტის გუნდი 17 წლის ჰოლანდიელ კი-ჯან ჰოვერს დაიმატებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.