იოვიჩმა შესაძლოა რეალი დატოვოს 

ზიდან ახალ შენაძენს ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებს 

 

ფეხბურთელმა, რომლისთვისაც მადრიდის რეალმა ბარსელონას სატრანსფერო ომი მოუგო, შესაძლოა განათხოვრებით სხვა კლუბში ითამაშოს. 


ლუკა იოვიჩზე ვსაუბრობთ, რომელიც ამ ზაფხულს სამეფო კლუბის ერთ-ერთი პირველი შენაძენი იყო და ფლორენტინო პერესმა მასში 60 მილიონი ევრო გადაიხადა. Marca-ს ცნობით, სერბმა ფორვარდმა წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში ზინედინ ზიდანი ვერ აღაფრთოვანა და ფრანგს მისი იჯარის წესით გაშვება სურს. 


21 წლის ფეხბურთელს, რომელსაც ფრანკფურტის აინტრახტში ბრწყინვალე სეზონი გამოუვიდა, რეალთან 6-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. 


იოვიჩმა გერმანული კლუბის მაისურით წინა სეზონში 48 მატჩში 27 გოლი გაიტანა და 7-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.