ფიფამ სიტი დასაჯა

FIFA-მ გამოძიება დაასრულა, ქალაქელები დააჯარიმეს

FIFA-ს სადისციპლინო კომიტეტმა მანჩესტერ სიტის საქმის შესწავლა დაასრულა და განაჩენიც გამოიტანა. 


მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო ქალაქელებს 18-წლამდე ფეხბურთელების არალეგალურ შეძენას და დარეგისტრირებას ედავებოდა.


საბოლოოდ, ფიფამ ინგლისის ჩემპიონს ჯარიმის სახით 315 000 ევრო დააკისრა, თუმცა სატრანსფერო ბანისგან დაინდო. 
პირველად ფიფას ეჭვები ორი წლის წინ ზაფხულში გაუჩნდა და სიტის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყო.


იგივე მდგომარეობაში იყო ლონდონის ჩელსიც, თუმცა არისტოკრატების შემთხვევაში საქმე უფრო რთულად იყო და მათ მიღებული დისკვალიფიკაციის გამო, მიმდინარე ზაფხულს ფეხბურთელების დამატება ვერ მოახერხეს.