რონალდუ მესის: მე!

კრიშტიანუზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

~ყოველ დილას მხოლოდ ვარჯიშზე ფიქრით ვიღვიძებ და არა ფინანსურ კეთილდღეობაზე“, - ამბობს 33 წლის კრიშტიანუ რონალდუ დოკუმენტურ ფილმში „ქმნილება“, რომელიც ეკრანებზე სულ მალე გამოვა. 

ფილმი რონალდუზეა, რაც თავისთავად საინტერესოა, თუმც ერთიორად დამაინტრიგებელია ის ფაქტი, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი ლეო მესიზე საუბრობს და ასეთებს ამბობს...

„იცით ჩემსა და მესის შორი მთავარი სხვაობა რა არის? ჩემპიონთა ლიგა მე სხვადასხვა კლუბებთან ერთად მოვიგე და ზედიზედ ექვსი სეზონი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. მსგავსი არავის არაფერი გაუკეთებია და ამიტომაც თავისუფლად შეიძლება ლიგა ჩემთან ასოცირდებოდეს,“ - ამბობს იუვენტუსის თავდამსხმელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ხუთგზის გამარჯვებულია. თასი ერთხელ, 2008 წელს მანჩესტერის მაისურით აღმართა, ოთხჯერ - მადრიდის რეალის. 

 

„მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელსაც წლების შემდეგ მხოლოდ ოქროს ბურთის ხუთგზის მფლობელად არ მოიგონებენ, ის გამორჩეულია იმითაც, რომ წლიდან წლამდე სულ უფრო უკეთ თამაშობს.“

როცა მესისა და რონალდუს შედარებაზეა სიტყვა, საინტერესოა იმ ფაქტის გახსენებაც, რომ კრიშტიანუს პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა, არგენტინელი კი სანაკრებო ასპარეზზე ვერაფრით დაიკვეხნის და ოდენ ბარსელონას ტიტულები უმაგრებს ზურგს.  

ისე, ჩემპიონთა ლიგაში კრიშტიანუსა და მესის არც ინდივუდუალური შედეგები იქნება ინტერესმოკლებული.

თამაშები:კრიშტიანუ - 162, მესი - 135

გოლები: კრიშტიანუ - 126, მესი -112

საგოლე პასები: კრისტიანუ - 45, მესი -31

ტიტუელები: კრიშტიანუ - 5, მესი - 4

საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ - 5, მესი - 5