მოიესი ოკეანის გადაღმა

შესაძლოა, შოტლანდიელი MLS-ში დასაქმდეს 

 

დევიდ მოიესი შარშანდელი ზაფხულის შემდეგ უმუშევარია. ბოლოს ის ვესტ ჰემს თავკაცობდა, მერე კი მის სახეს Sky Sports-ის სტუდიაში თუ იხილავდით


როგორც ჩანს შოტლანდიელ სპეციალისტს ახალი გამოწვევები აქვს და სამწვრთნელო საქმიანობის კონტინენტს მიღმა გაგრძელებას გეგმავს.

 

ჟურნალისტებმა ის დევიდ ბექემის დაფუძნებულ კლუბ მაიმის ინტერს დაუკავშირეს და ამის შესახებ კითხეს. 


"მაიამის ინტერი ნამდვილად საინტერესო პროექტი ჩანს. მცირე დოზით MLS-ის მატჩებს ვუყურებ და ვატყობ, რომ ეს ლიგა თანდათან უმჯობესდება. საფეხბურთო კლუბები ნელ-ნელა უფრო მეტ ქომაგს იზიდავენ, ვიდრე ამერიკული ფეხბურთის ლიგაში მოთამაშე გუნდები. 


ეტაპობრივად, სტადიონებზე უფრო მეტი ხალხი დადის და ჩემპიონატიც უფრო ვითარდება, ამიტომ თუ მაიამიდან შეთავაზება მექნება, აუცილებლად გავითვალისწინებ",-თქვა შოტლანდიელმა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.