იუვენტუსი ერიკსენის უფასოდ დამატებას აპირებს

ტურინელებიც ნაცადი გზა

AS-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ერიკსენის უფასოდ დამატება სურს. საქმე იმაშია, რომ დანიელ ფეხბურთელს ტოტენჰემთან კონტრაქტი 2020 წელს უმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება. ბებერი ქალბატონი კი მოცდას აპირებს.

 

ტურინში უფასოდ ფეხბურთელის დამატების ნამდვილი სპეციალისტები არიან. 2019 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ისეთი ვარსკვლავები გადაიბირეს, როგორებიც რემზი და რაბიო არიან, თანაც მათში 1 ცენტიც არ გადაუხდიათ.

 

მაურიციო სარის ერიკსენის მიმართ ინტერესი იმის შემდეგ გაეზარდა, რაც შეამჩნია, რომ პოგბა რეალში უფრო გადავა, ვიდრე - იუვენტუსში.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.