ნეით დიაზი: ' ნურმაგომედოვზე და უსმანზე ძლიერი ვარ, პეტისი უკეთესია''

არც ხაბიბი, არც უსმანი

ნეით დიაზმა, თავისი ბოლო ბრძოლა 2016 წელს, კონორ მაკრეგორის წინააღმდეგ გამართა. ახლა კი 3 წლიანი პაუზის შემდეგ ნეითი ოქტაგონს საკმაოდ ხმაურიანი ბრძოლით უბრუბნდება. 34 წლის მბრძოლის მეტოქე, UFC-ის ერთ-ერთი ვარსკვლავი ენტონი პეტისი იქნება. დიაზი-პეტისის ღონისძიების ჩანიშვნამდე, ნეითს, როგორც დამსახურებულ და მონატრებულ მებრძოლს, მეტოქის არჩევის საშუალება ქონდა, საუბარია ორ ჩემპიონზე კამარუ უსმანზე და ხაბიბ ნურმაგომედოვზე, მაგრამ დიაზმა პეტისთან ბრძოლა არჩია და ამ საკითხზე ახსნა-განმარტებაც გააკეთა: ' მე ვგრძნობ, რომ ორივე მათგანზე უეთესი ვარ, რატომ უნდა მინდოდეს მათთან ბრძოლა? პეტისი ორივე მათგანს სჯობია, ის უფრო ბრძენია. ''

დიაზისა და პეტისის ორთაბრძოლა 17 აგვისტოს,ჰონდა ცენტრში, ენჰემში გაიმართება, ამავე დღეს სტიპ მიოჩიჩის და დანიელ კორმიეს რემატჩი შედგება. მებრძოლებიც და მთლიანად UFC-ის გულშემატკივრები ბრძოლებს მოუთმენლად ელოდებიან.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.