ებრალიძემ რუმინეთს მიაშურა

ქართველი შემტევის ახალი გამოწვევა

ავთო ებრალიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმარციით, 27 წლის შემტევი ვოლუნტარის ღირსებას დაიცავს. ცნობილია, რომ ებრალიძემ რუმინელებთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

 

ებრალიძემ კარიერა ლაგოსში დაიწყო, შემდეგ იყო იუვენტუდე, ოლივეირენსე, ჟილ ვისენტე, აკადემიკო და ჩავესი, რომელიც წინა სეზონში პორტუგალიის პრიმეირა ლიგიდან გავარდა. შეგახსენებთ, რომ ებრალიძეს საქართველოს ნაკრებშიც აქვს ნათმაშები. ქვეყნის მთავარ გუნდში მან 3 მატჩი ჩაატარა, მაშინ როცა ჯვაროსნებს თემურ ქეცბაია თავკაცობდა. 

 

რაც შეეხება ვოლუნტარს, რუმინეთის ჩემპიონატის 5 ტურის შემდეგ, გუნდი 11 ქულით მეორე ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელის ახალ კლუბს ევროპა ლიგაზე გასვლის კარგი შანსი ჰქოდა, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპზე გენტთან ორი მატჩის ჯამში 4:8 დამარცხდა.