ფელის ვისენტე: შანსი გვაქვს, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა

დინამოს მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია 

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკიო ეტაპის საპასუხო შეხვედრას თბილისის დინამო 15 აგვისტოს ჩაატარებს. როტერდამის ფეიენოორდთან, დინამო არენაზე გასანართი მატჩის წინ, თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფელის ვისენტემ პრესკონფერენცია გამართა.

"მიუხედავად ანგარიშისა, ჩვენთვის ამ მატჩს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ არაფერი დასრულებულა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებთ და იქნებ ანგარიშის შემობრუნება და შემდეგ ეტაპზე გასვლაც შევძლოთ.

იმის მიუხედავად, რომ მინიმაულრი სხვაობით ვაგებდით, 80 წუთის განმავლობაში დინამომ კარგად ითამაშა, მაგრამ შემდეგ მოხდა ის, რაც შესაძლოა სეზონში ერთხელ მოხდეს: მნიშვნელოვანი მოთამაშის გაძევება, ჩვენს კარში დანიშნული პენალტი და ა.შ. ეს ყველაფერი უიღბლობაა.

წინასწარ არ მსურს კონკრეტული გვარების დასაზელება, რათა მეტოქე გუნდს უპირატესობა არ მივვე, მაგრამ ვიტყვი, რომ ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურთელები იქნებიან, რომლებიც საუკეთესო ფორმაში არიან.

ცხადია, უმაყურებლოდ თამაში ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ვეცდებით ეს ბარიერიც გადავლახოთ და ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და საბურთალოს არარატ-არმენიას წინააღმდეგ წარმატებას ვუსურვებ",-თქვა ესპანელმა თავკაცმა.

დინამო-ფეიენოორდის მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.