ყველაზე დიდი და ნიჭიერი აფერისტი

ამ აფერისტმა ამერიკული კარიერა 13 398 ქულით, 9 326 მოხსნით და 3 541 პასით დაამთავრა.

თბილისში კიდევ ერთი დიდი კაცი ვნახე. რომელსაც შეხვდი არა როგორც ყოფილ კალათბურთელს, არამედ – როგორც (იმ მომენტში) თავისი ქვეყნის ოლიმპიური მოძრაობის უფროსს.

თბილისში ვლადე დივაცი ჩამოვიდა. რომელსაც დაველაპარაკე ყველაფერზე, რაზეც – მოვასწარი. რომელსაც დავუსვი უამრავი კითხვა და რომელმაც ერთ კითხვაზე ვერ მიპასუხა.

სერ, იყავით თუ არა კალათბურთის ისტორიაში ყველაზე მაგარი აფერისტი?

დივაცს გაეცინა და მკითხა, თქვენ როგორ გგონიათ, ვიყავი?

დადებითი პასუხის გაცემა მომერიდა, უარყოფითით ვერ მოვატყუე და სულელივით გამეცინა. დივაცსაც გაეცინა და ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა. მისგან უპასუხოდ.

ამერიკაში კაალთბურთის ფანების ძალიან დიდი ნაწილი ამ კითხვაზე დადებით პასუხს გაგცემთ – კი, დივაცი ყველაზე დახვეწილი აფერისტი იყო.

და ამ აფერისტმა ამერიკული კარიერა 13 398 ქულით, 9 326 მოხსნით და 3 541 პასით დაამთავრა.

ვლადე არა მხოლოდ აფერისტი, ის ყველაზე ნიჭიერი აფერისტიც იყო.






მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.