ლიტველი, რომელიც კალათბურთზე მეტი იყო

საბონისი გადავიდა რეალში. საბონისმა მოიგო რეალში. საბონისი იქ რეალზე დიდი იყო.

არვიდას საბონისი თბილისში, დინამოს და ჟალგირისის ერთი რიგითი შეხვედრის დროს გავიცანი. რიგითი – საბონისისთვის. აბა, დინამოს შეხვედრა ჩვენთვის, ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო. თან, თუ მეტოქედ ჟალგირისი ან ცსკა გვავდა.

ის შეხვედრა მწვანეებმა მშვიდად მოგვიგეს, საბონისმა ყველა მიანგრია და ამ დიდი კაცის პირადი გულშემატკივარი გავხდი. როდესაც მესმოდა საბასის წარმატება, თითქოს, ეს ჩემი წარმატებაც იყო. ლიტველი იყო მხატვარი, რომელიც მოედანზე ორი ფუნჯით გადიოდა და იწყებდა მორიგი შედევრის შექმნას.

საბონისი გადავიდა რეალში. საბონისმა მოიგო რეალში. საბონისი იქ რეალზე დიდი იყო. საბონისი სიბერეში მიდის ამერიკაში და თუ შაკთან ჯანით ვერ ქაჩავს, ყველა სხვა ცენტრს აძლევს ფორას ინტელექტში. საბონისი ამერიკაშიც ხატავდა.

საბონისი ნიკოლა იოკიჩზე საუბრის დროს ჩემმა მეგობარმა გაიხსენა. იოკიჩი ძალიან კარგია, მაგრამ ლიტველს ფრჩხილში აქვს უფრო მეტი ნიჭი, ვიდრე ნიკოლას და ყველა დღევანდელ ცენტრს.

რა ვქნა, ასეა, ბიჭებო.

ამ საუბარს კიდევ დავუბრუნდებით.