ლივერპული 2:2 (პენ: 5:4) ჩელსი (+ვიდეო)

ძალიან სანახაობრივი, უხვგოლიანი, დაძაბული და დრამატული შეხვედრა

ლივერპული სუპერ თასის მფლობელია!

 

იურგენ კლოპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი სპეციალისტია და არა "ლუზერი", როგორც მას ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე მრავალი ადამიანი უწოდებდა. 

 

ჩელსისა და ლივერპულის დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი, უხვგოლიანი, დაძაბული და დრამატული გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტები ორივე კართან იქმნებოდა და მოგება ორივეს შეეძლო, თუმცა ასეთ ტურნირებს საბოლოოდ მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, არისტოკრატების შემტევის, აბრაჰამისა და, მერსისაიდელების კარის დარაჯის, ადრიანის დაპირისპირება. 2:1-ზე, როდესაც ლივერპული იგებდა, ახალგაზრდა ფორვარდმა ესპანელი მეკარე თერთმეტრიანზე "წამოიკიდა", პენალტების სერიაში კი გოლკიპერმა ინგლისელთან შური იძია, დარტყმა აუღო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.  

 

კლოპმა გუნდი ააშენა, ის შედეგს იმკის, ლამპარდი კი ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდობა, რომლებმაც, საბოლოოდ, ამ თამაშში ნამდვილად გაუმართლეს და მომავალიც წინ აქვთ. 

 

 

პენალტები 

 

 





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.