მინასიანი: დამსახურებულად მოვიგეთ, ეს ისტორიული გამარჯვებაა

არარატის თავკაცმა საბურთალოსთან გამარჯვება შეაფასა 

 

საბურთალოსთან გამარჯვების შემდეგ, არარატ-არმენიას თავკაცმა ვარდან მინასიანმა თავისი გუნდის თამაში შეაფასა და თქვა, რომ სომხურმა კლუბმა დამსახურებულად გაიმარჯვა. 

 

"ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. მართალია, მეტოქემ ბევრი შეცდომა დაუშვა და გოლის გასატანად კარგი პლაცდარმი მოგვცა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე გოლი ჩვენს აქტიურობას მოჰყვა.

 

დღეს ტაქტიკურად ძალიან გამართული ფეხბურთი ვითამაშეთ, როგორც ეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, მიზნად ორივე ნახევრის თანაბარ დონეზე ჩატარება გვქონდა და ამ მიზანს მივაღწიეთ.

 

ჩემი ფეხბურთელები ძალიან გახარებულები არიან, მათ ეს ისტორიული გამარჯვება დაიმსახურეს. 

 

წინ დუდელანჟათან დაპირისპირებაა. ლუქსემბურგული გუნდი ძალიან ძლიერია, მათ წინა სეზონში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი ითამაშა, თუმცა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ და ვეცდებით, ჯგუფში შესვლა მოვახერხოთ",-თქვა მინასიანმა. 

 

სომხური კლუბისთვის ეს ევროსარბიელზე სადებიუტო სეზონი იყო და ფლეი-ოფში გასვლა შეძლო.