თბილისის დინამომ რომან გოცირიძეს უპასუხა 

დეპუტატის კრიტიკას თბილისური გუნდი განცხადებით გამოეხმაურა 

საქართველოს პარლამენტის წევრმა რომან გოცირიძემ თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას კრიტიკული წერილით მიმართა. დეპუტატმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ დინამოს მმართველები უეფასგან მიღებული სანქციებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ და იმის ნაცვლად, რომ გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხტომების გამო ბოდიში მოიხადონ, მათ გამართლებას ცდილობენ.
ცხადია, პოლიტიკოსის ამ განცხადებას კლუბის დაუყოვნებლივი გამოხმაურება მოჰყვა. თბილისის დინამოს ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ კლუბი უეფას სანქციებს არასამართლიანი მიიჩნევს. 


"ბ-ნო რომან, ტალახის სროლა და დადანაშაულება ძალიან მარტივია. რატომღაც, შეწუხდით და დინამო თბილისის კრიტიკით დაკავდით, თუმცა თავი არ შეგიწუხებიათ და არ მოგიკითხავთ კლუბის წარმომადგენლებთან თუ რა მოხდა.

 

დინამო მიიჩნევს რომ მის მიმართ განხორციელდა არასამართლიანი სანქცია, რადგანაც ავადხსენებული ბანერი ბევრჯერ იყო გამოფენილი თამაშების დროს და ის არასდროს ჩათვლილა ფაშისტურ სიმბოლიკად, რამეთუ მასზე გამოსახულია 1988, ანუ ფანკლუბის დაარსების წელი.

 

ერთ რამეში კი მართალი ბრძანდებით, რომ ვიღაც ტვინგამორეცხილი ამ ბანერს იყენებს მე- 2 მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან აშკარად არამისაღები ჟესტით. დინამო მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მიზანმიმართულ პროვოკაციას გუნდის წინააღმდეგ ძალზე მნიშვნელოვანი თამაშების წინ და მით უფრო გულდასაწყვეტია, რომ „ხალხის რჩეული“ ნაცვლად კლუბთან გვერდში დგომისა, მისი დაკნინებით ხართ დაკავებული. 


დინამო თბილისისთვის შეურაცხმყოფელია მის სახელთან ნებისმიერი ფაშისტური და ნაცისტური გამოვლინების დაკავშირება და კლუბი ემიჯნება მათ ნებისმიერ გამოვლინებას",-წერია დინამოს განცხადებაში.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.