გვილიამ ლეგია ფლეი-ოფში გაიყვანა (+VIDEO)

გოლს + პასი, ვაკო შესანიშნავ ფორმაშია 

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ვარშავის ლეგია ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ფლეი-ოფში გაიყვანა.

პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მესამე შესარჩევ ეტაპზე ბერძნულ ატრომიტოსს დაუპირისპირდა. პირველი მატჩი პოლონეთში უგოლოდ დასრულდა, საპასუხო შეხვედრაში კი საბერძნეთში ვარშაველებმა 2 უპასუხო გოლი გაიტანეს. პირველი გოლი ვაკო გვილიას პასის მერე გავიდა, 51-ე წუთზე კი 25 წლის ქართველმა თავად შეაგდო.

 


ვაკომ პოლონეთის ექს-ჩემპიონის რიგებში უკვე მეცხრე მატჩი ჩაატარა, მეორე გოლი გაიტანა და მესამე საგოლე პასი მიითვალა, წინ კი მთელი სეზონია.

ლეგიას ჯგუფში შესასვლელად კიდევ ერთი წინაღობის გადალახვა მოუწევს, პოლონელების მეტოქე მიდტიულანდისა და რეინჯერსის წყვილში გამარჯვებული იქნება, პირველი მატჩი შოტლანდიელებმა - 4:2 მოიგეს




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.