კაჭარავამ და ოქრიაშვილმა ქეცბაიას ანორთოსისს მოაგებინეს

ქართველებით დაკომპლექტებულმა გუნდმა წინასასეზონოდ მორიგი მატჩი მოიგო

წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში, ფამაგუსტას ანორთოსისმა მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ანაგენისის დერინიას 4:0 მოუგო.

თემურ ქეცბაიას გუნდმა საქმე პირველსავე ტაიმში მოამთავრა და მეტოქეს ყველა გოლი საწყის 45 წუთში გაუტანა.

მნიშვნელოვანია, რომ 24-ე წუთზე მეტოქის კარი ნიკა კაჭარავამ აიღო, 26-ე და 32-ე წუთებზე გატანილი გოლებით კი დუბლი გუნდის კიდევ ერთმა ქართველმა ახალწვეულმა თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის და მოქმედი შემტევების გუნდი ახალ სეზონს 24 აგვისტოს დაიწყებს და კვიპროსის ჩემპიონატში აელ ლიმასოლს ესტუმრება.