იაპ სტამი: დინამოს სწრაფი თამაში უყვარს, მეტოქეს სივრცე არ უნდა მივცეთ

ფეიენოორდის თავკაცმა თბილისური კლუბი დაახასიათა

ბოლო ქართული გუნდი, რომელიც ევროტურნირებს შემორჩა, თბილისის დინამოა. ეროვნული ლიგის ლიდერი ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა და პირველი მატჩის შემდეგ, როტერდამის ფეიენოორდთან 0:4 მარცხდება. საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს, თბილისში, დინამო არენაზე შედგება. მატჩის წინ, ჰოლანდიური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა და წარსულში კარგად ცნობილმა ფეხბურთელმა იაპ სტამმა პრესკონფსრენცია ჩაატარა.

"თბილისის დინამოში არსებული მდგომარეობა ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ამ გუნდში არსებულ ხარვეზებსა და სისუსტეებზე ისაუბრებს. ფაქტი ერთია: ეს კარგი, სწრაფი და შემტევი გუნდია, მაგრამ ცხადია გარკვეული მინუსები აქვს. ჩემმა გუნდმა ყველა ეს გარემოება უნდა გაითვალისწინოს და სათამაშო სქემა ამის მიხედვით ჩამოვაყალიბოთ.

დინამო კარგად შევისწავლეთ, ჩვენი კლუბის წარმომადგენლები მათ მატჩებსაც დაესწრნენ.

დინამოს სწრაფი თამაში უყვარს და მათ შემტევებს თავისუფალი სივრცეები არ უნდა მივცეთ. აგრესიულად უნდა ვითამაშოთ",-თქვა სტამმა.

მანჩესტერ იუნაიტედის, მილანისა და აიაქსის ყოფილ მცველს სერ ალექს ფერგიუსონის, კარლო ანჩელოტის და სხვა გამოცდილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით უთამაშია. ჰოლანდიელმა მოკლე კომენტარი ამის შესახსბაც გააკეთა: "წლების განმავლობაში, არაერთ დიდ მწვრთნელთან ვიმუშავე, ვეცადე მათი საუბრის მანერიდან, ჟესტიკულაციიდან, კომუნიკაციის სტილიდან და ტაქტიკური აზროვნებიდან სხვადასხვა რჩეული თვისებები ამეთვისებინა და საკუთარი სამწვრთნელო სტილის ჩამომეყალიბებინა