Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 18. ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანზი)

მწვრთნელებმა ძალიან ფრთხილად უნდა იყომარონ, რომ სენსიტიური ახალგაზრდები არ აანერვიულონ. 

კარიერა:  ნიუ ორლეანზი (პირველწლიანი).  

პოზიცია: ფორვარდი.

სტატისტიკა: მაგარი. იქნება.  

 

რა ვიცით ზაიონის შესახებ? რომ ის ბოლო დრაფტის პირველი ნომერი და ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, ყველაზე შეუჩერებელი და ნიჭიერი ახალგაზრდაა. ყველაზე ნიჭიერი და შეუჩერებელი კოლეჯში. და NBA არ არის კოლეჯი. ამ სამყაროში არ დაგინდობენ, დაგკუჭავენ და როდესაც გამოგიყენებენ, იქვე, მიგაგდებენ და ძალიან მალე შენ არ გაახსენდები. არავის. ლებრონმა ეს გზა მშვიდად გაიარა. ლებრონი ძალიან დიდი იყო. პირველივე სეზონიდან, როდესაც მაგარი სუსტი, თითქმის კარიკატურული კლივლენდი დახვდა და ერთჯერად ექსპერტებს უკვირდათ, როგორ ვერ იბრძვის კლივლენდი ჩემპიონობისთვის. ზაიონსაც მძიმე მისია აქვს. უბრალოდ, ჯეიმსისგან განსხვავებით, ის ძალიან საინტერესო გუნდში მოდის. გუნდში, სადაც ნიჭი დიდი დოზით დახვდება. გუნდში, სადაც მწვრთნელებმა ძალიან ფრთხილად უნდა იყომარონ, რომ სენსიტიური ახალგაზრდები არ აანერვიულონ. და, თუ ეს მოხდება, ზაიონის გუნდი (ზაიონთან ერთად) ძალიან კარგ კალათბურთს ითამაშებს. კარგს და შედეგიანს.

უილიამსონს აქვს ძალიან კარგი პასი. გუნდი ამას გამოიყენებს. უილიამსონს აქვს საშუალოზე კარგი დაცვა. გუნდი ამას აუცილებლად გამოიყენებს. უილიამსონი ათლეტურობის პიკზეა. ზაიონი ამას გამოიყენებს. და დასავლეთში, სადაც ფლეი ოფში გასვლა ბევრს უნდა, ზაიონმა დაუნდობელ სამყაროში უნდა გაქაჩოს.

ის, უბრალოდ, ზედმეტად კარგია. რომ ფლეი ოფის მიღმა დარჩეს. მონსტრი მზად არის.