კონორ მაკგრეგორმა ბარში ასაკოვან მამაკაცს დაარტყა! (+VIDEO)

ირლანდიელი სპორტსმენის მორიგი ინციდენტი სამშობლოში 

კონორ მაკგრეგორი და კიდევ ერთი ინციდენტი. UFC-ს მსუბუქწონოსანი ჩემპიონი სამშობლოში ასაკოვან მამაკაცს ფიზიკურად შეეხო.

დაპირისპირება 6 აპრილს, დუბლინში მდებარე The Marble Arch Pub-ში მომხდარა, თუმცა ვიდეო-ჩანაწერი მოგვიანებით გასაჯაროვდა.

MMA-ს 31 წლის ვარსკვლავი ბარში შევიდა და გადაწყვიტა იქ მყოფებისთვის ვისკი გაენაწილებინა, თუმცა ერთ-ერთმა ხანში შესულმა მამაკაცმა მაკგრეგორის შეთავაზებაზე უარი თქვა. კონორი უცნობის დაყოლიებას რამდენჯერმე შეეცადა, საბოლო უარის მიღების შემდეგ კი მამაკაცს სახეში დაარტყა. დაცვის წარმომადგენლებმა სპორტსმენი ბარიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს.

 



ირლანდიის პოლიციას მომხდარზე გამოძიება აქვს დაწყებული. შეგახსენებთ, კონორს სამართალდამცავებთან პრობლემები აქამდეც რამდენჯერმე ჰქონდა. ბოლო ხმაურიანი ინციდენტი შარშან, ნიუ იორკში მოხდა, როცა ირლანდიელი იმ ავტობუსს დაესხა თავს, რომელშიც UFC-ის რამდენიმე მებრძოლი იჯდა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.