უკან...

ვინ როგორ დაბრუნდა?

 

ზაფხულის სატრანსფერო ციებ-ცხელება ყველაზე აქტიურ ფაზაშია. ყოველდღე ხდება საინტერესო ამბები. მატს ჰუმელსის დორტმუნდში ამას წინანდელმა  დაბრუნებამ კი ის მოთამაშეები გაგვახსენა, რომლებიც ბოლო წლებში ყოფილ გუნდებს დაუბრუნდნენ.

 

ლეონარდო ბონუჩი, დაბრუნდა იუვენტუსში

„ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთული იყო, მაგრამ მილანმა ახალი პროექტითა და ენთუზიაზმით მიმხიბლა,“ - ამბობდა ბონუჩი იუვენტუსში დაბრუნებისას. მილანში მან მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა. თუმცა, ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბებერი ქალბატონის ქომაგებს ის შეჯავრებოდათ.მისი გვარის წარწერიანი მაისურები სანაგვეში მოისროლეს. გამყიდველს, მოღალატეს ეძახდნენ. გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა რომ, გულშემატკივრების 89 პროცენტს არ სურდა ლეონარდოს იუვეში დაბრუნება. მაგრამ, გავიდა დრო  და აპატიეს. გული მიუბრუნდათ მისკენ.

 

მარიო გიოტცე, დაბრუნდა დორტმუნდში

ეს ალბათ ყველაზე მტკივნეული გადასვლა იყო, რომელიც თანამედროვე დორტმუნდმა გადაიტანა. ოქროს ბიჭუნას სხვა გუნდში წასვლის შესახებ ხმები 2013 წელს დაირხა. ბაიერნი - დორმუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. ბავარიელებმა დაადასტურეს ტანსფერი. ამისდაკვალად, გიოტცემ არ ითამაშა ფინალში. წავიდა და ბაიერნში ვერ გაიხსნა. 2016 წელს ის დაბრუნდა ბორუსიაში და ახლაც იქ არის, მაგრამ დღემდე ვერ მიაღწია ხუთიწლისწინანდელ დონეს.

 

პოლ პოგბა, დაბრუნდა მანჩესტერში

„როცა მანჩესტარში დავბრუნდი, ცხოვრებაში ყველაზე სასიამოვნო გრძნობა განვიცადე. თავი შინ ვიგრძენი,“ - ამბობდა პოლ პოგბა 2016-ში. ის ძალიან გახარებული იყო მანკუნიანელთა რიგებში დაბრუნებით.იყო ვარიანტი ამ ზაფხულს ეს სიტყვები უკვე მადრიდში ეთქვა, მაგრამ...2012 წელს მანჩესტერმა ფრანგი იმიტომ გაყიდა, რომ აღარ სჭირდებოდა. ოთხ წელიწადში კი მსოფლიოში ყველაზე ძვირფას მოთამაშედ აქცია იგი. წინა სამი წლის განმავლობაში პოგბას მანჩესტერულ თავგადასავალს წარმატებულს ვერ ვუწოდებთ. ბევრს კამათობდა, კარგად ვერ თამაშობდა.

 

კლაუდიო პიზარო, დაბრუნდა ვერდერში

პიზარო ბაირნში ორჯერ დაბრუნდა, ვერდერში კი ოთხჯერ, თუ იჯარებს არ ჩავთვლით. პერუელი ბუნდესლიგის ცოცხალი სიმბოლოა. მას 20 წლის განმავლობაში სეზონში მინიმუმ ერთი გოლი მაინც გააქვს. წლეულს ისევ გაახანგრძლივა კონტრაქტი  ვერდერთან. მისი კარიერა ერთფეროვანიცაა და არაჩვეულებრივიც. 20 წლის განმალობაში ბუნდესლიგის ორი კლუბის ლეგენდა გახდე, უბრალო საქმე არ არის.

 

ნემანია მატიჩი, დაბრუნდა ჩელსიში

პირველად ჩელსიმ მატიჩი სლოვაკური კოშიცედან 2010 წელს იყიდა 3 მილიონ ევროდ. ორ წელიწაში კი ბენფიკაში გაუშვა სადაც სერბმა ვერაფერი გაახერხა. 2014 წელს ჩელსიმ მატიჩის შეძენის შესახებ ისევ განაცხადა, თუმცა, ამჯერად 25 მილიონის გადახდა მოუხდათ. მაგრამ წაგებაში მაინც არ დარჩენილან. სამ წელიწადში ის მანჩესტერს 44 მილიონ ევროდ მიჰყიდეს.





მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.