სტოიჩკოვი: ნეიმარი გასახდელში ნამდვილი ბომბი იქნება

ბარსელონას ლეგენდა ნეიმარის დაბრუნებას არ მიესალმება

ბარსელნას ლეგენდა,  ხრისტო სტოიჩკოვი ნეიმარის დაბრუნებას არ მიესალმება. ბულგარელის თქმით, გუნდში ბრაზილიელის ადგილი არ არის და გასახდელში სიტუაციის არევის მეტს, პოზიტიურს არაფერს მოიტანს

 

„კლუბი უკვე დაკომპლექტებულია და სათამაშოდ სად მიდის? იქ დემბელეა, გრიზმანი, სუარესი და მესი. ის გასახდელში ნამდვილი ბომბი იქნება.

 

დარწმუნებული ვარ გუნდში ფეხბურთელები არიან, რომლებიც პრეზიდენტს მის დაბრუნებას სთხოვენ, მაგრამ ბარსამ პსჟ-ს 1 ევროც არ უნდა დაუბრუნოს“, - თქვა სტოიჩკოვმა




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.