სტამი: არ ვიცოდი, რომ დინამომ ფეიენოორდს მოუგო

ჰოლანდიელთა მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 

როტერდამის ფეიენოორდის მთავარმა მწვრთნელმა იაპ სტამმა თბილისის დინამოსთან ფრედ - 1:1 დასრულებული საპასუხო შეხვედრის შემდეგ, ქართველი და ჰოლანდიელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ქართველებთან თამაში ყოველთვის ძალიან რთულია. როცა ფეხბურთელი ვიყავი, პსვ-სთან ერთად ბათუმის დინამოს დავუპირისპირდი და იმ მატჩში ძალიან გაგვიჭირდა, ის შეხვედრა - 1:1 დასრულდა.

მე როგორც მწვრთნელი, ვამბობ, რომ ჩემი გუნდის ამოცანა ნებისმიერ მატჩში გამარჯვებაა, ისევე როგორც დღეს. ის, რომ დღევანდელი მატჩი ფრედ დასრულდა, დინამოს კარგი ფეხბურთის დამსახურებაა და არა იმის, რომ ჩვენ ხელსაყრელი ანგარიში გვქონდა და მოსაგებად არ ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, უფრო უკეთ თამაში და შექმნილი მომენტების გამოყენებაც შეგვეძლო, ასეთ შემთხვევაში გავიმარჯვებდით.

ის, რომ 38 წლის წინ თბილისის დინამომ ფეიენოორდს მოუგო, პირველად ქართველი ჟურნალისტებისგან გავიგე, ასე რომ არანაირ რევანშზე არ გვიფიქრია.

თბილისის დინამოს რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის ლევან შენგელია გამოირჩევა, რომელმც გოლიც გაიტანა და ყველაზე მეტი ხიფათიც შექმნა",-თქვა სტამმა.

შეგახსენებთ, ორი მატჩის ჯამში ჰოლანდიელებმა - 5:1 იმარჯვეს და ფლეი-ოფში გავიდნენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.