ბოლო 10 წელიწადში პირველად 

ბარსელონა კაპიტნის გარეშე იწყებს 

 

ესპანეთის ბოლო 2 სეზონის ჩემპიონი ბარსელონა ლა ლიგის ახალ გათამაშებას ბილაბოს ატლეტიკთან მატჩით და გუნდის კაპიტნის ლეო მესის გარეშე დაიწყებს. 


მესიმ ვარჯიშის დროს მარჯვენა ფეხის კუნთზე დისკომფორტი იგრძნო და მწვრთნელთან კონსულტაციის შემდეგ დასვენება გადაწყვიტა. ბასკეთში არ გაემგზავრნენ არტური, ვიდალი და ტობიდოც.

 
სამაგიეროდ, ბარსელონას მწყობრში ეყოლება ანტუან გრიზმანი, ფილიპე კოუტინიო, ლუის სუარესი და რაფინია ალკანტარა


არგენტინელი სუპერვარსკვლავი გახსნით მატჩში 2009 წლის შემდეგ პირველად ვერ ითამაშებს. მაშინ მესის მუხლის ტრავმა ახალი მოშუშებული ჰქონდა და პეპ გვარდიოლამ თავი დაიზღვია. თანაც, ლეოს ხუთ დღეში ნაკრებში უნდა ეთამაშა. 


10 წლის წინ, ბლაუგრანა ხიხონის სპორტინგს დაუპირისპირდა. მაშინ კატალონილეთა თავდასხმა ასე გამოიყურებოდა: პედრო, ზლატანი, ბოიან კრკიჩი, ამ ბოლო ორმა და სეიდუ კეიტამ ბარსას - 3:0 მოაგებინეს. 


ბილბაო-ბარსელონას მატჩი 16 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყება.