ანტუან გრიზმანი: ჩვენი დღე არ იყო

ანტუან გრიზმანი: "სამწუხაროდ ასე არ გამოვიდა."

 

ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩში, საფრანგეთის ნაკრები ჰოლანდიას ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. 44-ე წუთზე ანგარიში ჟორჟინიო ვიინალდუმმა გახსნა, 96-ეზე კი 11 მეტრიანი მემფის დეპაიმ გამოიყენა და ნარინჟისფრებმა 3 ქულა აიღეს.

მატჩის შემდეგ მედიასთან ანტუან გრიზმანმა ისაუბრა.

„ჩვენი დღე არ იყო. ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, რამაც საბოლოოდ შედეგზეც იმოქმედა. ვეცადეთ ჩვენი საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა, თუმცა სამწუხაროდ არ გამოგვივიდა.

მიუხედავად დღევანდელი მარცხისა, მაინც პირველ ადგილზე ვართ და ჩვენი მიზანია ჯგუფი ასე დავასრულოთ. რამდენიმე დღეში ურუგვაისთან ამხანაგური მატჩი გვაქვს და ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ.“-განაცხადა ატლეტიკოს ფორვარდმა.

ერთა ლიგის A დივიზიონი პირველ ჯგუფში, საფრანგეთს 7 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, ჰოლანდია კი 6 ქულით მე-2 პოზიციას იკავებს.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.