რატომ აგინებდა გიგანტი აიაქსს?

ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს 

გასულ სეზონში ამსტერდამის აიაქსმა მთელი ევროპა აალაპარაკა. სულ ცოტა დააკლდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლამდე. რაც მთავარია, ლაღი და ლამაზი თამაშით დაამახსოვრა თავი ფეხბურთის მოყვარულებს.

 

 

ცხადია, ეს გაელვება ევროპის ბობოლა კლუბების ინტერესის მიღმა არ დარჩებოდა. შედეგად ორი მთავარი კაცი სხვებმა „მოსტაცეს.“

 

 

ფრენკი დე იონგი ბარსელონაში 75 მილიონ ევროდ გაიყიდა. მატეის დე ლიხტში კი იუვენტუსმა 85 მილიონი გადაიხადა და 19 წლის ბიჭი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა ფეხბურთის ისტორიაში.

 

 

ახლა ბევრი კითხულობს: როგორი იქნება ახალი აიაქსი, შეძლებს კი შარშანდელი დონის შენარჩუნებას?

 

 

ლიდერებიდან გუნდში დარჩნენ ბრაზილიელი დავიდ ნერესი და მაროკოელი ჰაკიმ ზიეში. დანიელი ლასე შონე კი უკვე იტალიური ჯენოას ფეხბურთელია.

 

 

ახლა ახალწვეულებზე:. დე იონგის წასვლით მათ ნახევარდაცვის ცენტრში სიცარიელე გაუჩნდათ და მის მაგიერ რუმინელი შუახაზელი, 23 წლის რეზვან მარინი მიიწვიეს.

 

de jong de ligt-ის სურათის შედეგი

 

 

რუმინელი აიაქსის მწვრთნელებს ჯერ კიდევ შარშან მოსწონებიათ, როცა ლიეჟის სტანდარდს ხვდებოდნენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში.

 

 

რეზვანსაც ძალიან უყვარს შეტევებში ჩართვა, გამჭოლი პასებითაც გამოირჩევა, თუმცა ფრენკისგან განსხავაებით, დაცვაში ჩასვლა მაინცდამაინც არ უყვარს.

 

 

მარინი ამბობს: „ხშირად დე იონგს მადარებენ, მაგრამ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ის უფრო დაცვაზე ორიენტირებულია. მე კი მეტოქის საჯარიმოში ყოფნა უფრო მომწონს.“

 

 

ახალგაზრდა რუმინელი სამშობლოში ახალი თაობის მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევა. ბელგიაში ჩატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ, ახლა  მას აიაქსში მოუწევს ოსტატობის დამტკიცება.

 

razvan marin-ის სურათის შედეგი

 

 

მეორე შენაძენი კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის კიკ პირია. ცაცია ცენტრალური მცველი, რომელიც ძალიან მოგაგონებთ ფრანკ დე ბურს. ის ჰერენვენიდან იყიდეს და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. The Guardian-მა ამერიკული წარმოშობის ჰოლანდიელი 60 ევროპელ ახალგაზრდა ვარსკვლავს შორის დაასახელა. მას შეტევებშიც უყვარს ჩართვა და ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს.

 

 

პირი დე იონგის გზის გამეორებას შეეცდება, რომელიც ჯერ არცთუ ძლიერი გუნდიდან აიაქსში მოხვდა, შემდეგ კი ბარსელონაში.

 

 

kik pierie-ის სურათის შედეგი

 

ყველაზე სასაცილო ისტორია კი მესამე ახალწვეულს, მეკარე კიელ სხერპენს გადახდა. 19 წლის გიგანტი აიაქსში პატარა ემენიდან მოხვდა. 204 სანტიმეტრ სიმაღლის სხერპენი საოცრად მოძრავია და ნახტომებიც დამაჯერებელი აქვს.

 

 

აიაქსის ოფისში კონტრაქტის ხელმოსაწერად მისულს, ათი წლის წინანდელი ნაწერები გაახსენეს, როცა ვერ იტანდა ამსტერდამულ კლუბს და თავის ტვიტერში სალანძღავ სიტყვებსაც არ იშურებდა. საყვარელ გუნდად კი ფეიენოორდს ასახელებდა.

 

 

მაგრამ ამ ზაფხულის მთავარი ტრანსფერი აიაქსში ქვინსი პრომესის დაბრუნებაა. ამსტერდამელებმა სევილიას 15,7 მილიონი ევრო გადაუხადეს. ჰოლანდიის ნაკრების ლიდერი აიაქსის აკადემიაში გაიზარდა და მისი მაშინდელი მწვრთნელი აიაქსელთა ახლანდელი დამრიგებელი, ერიკ ტეჰ ჰააგი გახლდათ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.