13 წლის წინ, 6:0 კუნძულზე (+VIDEO)

ზუსტად 13 წლის წინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შესარჩევების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო: ფარერებთან გასვლაზე 6:0.

ისე კი, ამხანაგურებიანად, როგორც იცით, ყველაზე მსუყე გამარჯვება სომხეთთან იყო: 1997 წელს თბილისში 7:0.

 

ფარერებთან თამაშს რაც შეეხება, ჰეთ–თრიქი მიითვალა შოთა არველაძემ, ყველაზე ლამაზი იყო დავით მუჯირის პირველი გოლი. ასევე გაიტანეს ალექსანდრე იაშვილმა და ლევან კობიაშვილმა.

 

ნაკრებს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა და დაწყება მართლაც მშვენიერი გამოდგა. გაგრძელება კი დიდი ვერაფერი, თუმცა ისეთ ჯგუფში ვიყავით... მსოფლიო ჩემპიონი იტალია, ფინალისტი საფრანგეთი, ანდრეი შევჩენკოს უკრაინა, მაგარი შოტლანდია. კიდევ, ლიტვაც იყო.    

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.