Fantasy. მწვრთნელის არჩევანი. 9. პოლ ჯორჯი (კლიპერსი)

ჯორჯი ნაკლებად გამოჩნდება კავაის ფონზე. ჯორჯი კლიპერსში კავაის აკომპანიატორად არ მოდიოდა, მაგრამ ეს მაინც კავაის პროექტია.

კარიერა: ინდიანა (2012-2017), ოკლაჰომა (2017-2019), კლიპერსი (2019-დღემდე).

პოზიცია: ფორვარდი.

სტატისტიკა: 19.8 ქულა, 6.4 მოხსნა, 3.3 პასი.

 

პოლ ჯორჯს არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა. რომლის დროს, მან იმდენად გააუმჯობესა შეტევაში თამაში, რომ ხშირად, რას უესთბრუქი ოკლაჰომას მეორე ოფცია იყო. მან იმდენად გააუმჯობესა დაცვაში თამაში, რომ რუდი გობერთან ერთად საუკეთესო დამცველის პრიზისთვის იბრძოდა. მან იმდენად გააუმჯობესა გუნდურად აზროვნება, რომ ეპიზოდურად, მწვრთნელები ჯორჯს უსმენდნენ და მის შენიშვნებს რასიც იზიარებდა. პოლი, უბრალოდ, სხვა ლიგაში გადავიდა და ის იქ დარჩება. ეს პოლის სამყაროა. ეს პოლის ნირვანაა. და ჯორჯმა კავაის პირველივე ზარს დადებითი პასუხით უპასუხა. მოვდივარ. მოდი, ერთად მივანგრიოთ ლიგა და ლოს ანჯელესი ჩვენი ქალაქი გახდება. ცოტა ხნით, მაგრამ - გახდება. კლიპერსი ორი მოსნტრის გუნდია. და ჯორჯმა იცის, რომ პირველი ვარსკვლავი აქ ყოველთვის ლეონარდი იქნება. ჯორჯი არ არის წინააღმდეგი. რასისგან განსხვავებით, კავაი გუნდური ტიპია. ის ჩემპიონობაზე ფიქრობს. ის ჩემპიონია. ის ორჯერ ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ის მზად არის.

ჯორჯი ნაკლებ სროლას მიიღებს. ჯორჯი ამისთვის მზად არის.

ჯორჯი დაცვაში უფრო დაიტვირთება. ჯორჯი ამისთვის ყოველთვის მზად არის.

ჯორჯი ნაკლებად გამოჩნდება კავაის ფონზე. ჯორჯი კლიპერსში კავაის აკომპანიატორად არ მოდიოდა, მაგრამ ეს მაინც კავაის პროექტია.

და ჯორჯი ბევრს მოუგებს. თქვენც, ჯორჯთან ერთად.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.