მაიკ ბიბი, ბასრი, როგორც სამართებელი

როდესაც 2000-იანების საუკეთესო პირველ ნომრებზე იწყებენ ჭორაობას, ბიბი ნაკლებად ახსენდებათ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს.

საკრამენტო წარუმატებელი ვარსკვლავების გუნდი იყო. კრის უებერი ნიჭით ბევრ მეოთხე ნომერს უჯოკრავდა, მაგრამ გამტანობით - ვერ. უებერი მორიდებული მილიონერის ნიღბით დადიოდა. ვლადე დივაცს ჰქონდა მოგების სურვილი, აკლდა ნახტომი და ფლეი ოფში აუცილებელი ცეცხლი. პეჟა სტოიაკოვიჩმა კარგად ითამაშა. პეჟა ყველაზე ლამაზად ისროდა სამიანებს. პეჟაც ვერ ავიდა ვალჰალაში.

და იყო ერთი პერსონაჟი, რომელმაც ლეიკერსს ის, ისტორიული სერია კინაღამ პერსონალურად მოუგო. ის თეთრკანიანი ბიჭი გტეხავდა ელეგანტური დრიბლინგით, ადგილიდან იწეოდა და შენს ხელებს ზემოდან აგდებდა ორიანს. ის ბიჭი არ ერიდებოდა 8-9 მეტრიდან სამიანის სროლას და ნორმალური პროცენტით აგდებდა.

ის ბიჭი იყო საკრამენტოს ლიდერი.

ის ბიჭი იყო მაიკ ბიბი.

როდესაც 2000-იანების საუკეთესო პირველ ნომრებზე იწყებენ ჭორაობას, ბიბი ნაკლებად ახსენდებათ, მაგრამ ჩვენ გვახსოვს.

ბიჭი, რომელიც ვერ გახდა სუპერვარსკვლავი და რომელმაც ბევრ სუპერვარსკვლავს წაართვა ოცნება და აათალა თავმოყვარეობა.

ბასრი, როგორც - სამართებელი. ალალი, როგორც - მეგობრობა. მთქმელი, როგორც - ჩარლზ ბუკოვსკი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.