სენსაცია - ჯოკოვიჩი ნახევარფინალში დამარცხდა (+ვიდეო)

სერბის მოულოდნელი მარცხი

ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში ATP-ის პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი  მედვედევთან შეხვედრაში დამარცხდა.  სერბისთვის შეხვედრა თითქოს კარგად დაიწყო, პირველი სეტი  6:3 მოიგო, თუმცა შემდეგ ზედიზედ 2-ჯერ, იმავე ანგარიშით  3:6, დამარცხდა და ფინალის გზა რუს ჩოგბურთელს დაუთმო.

 

ფინალში  მედვედევი ბელგიელ დავიდ გოფინს დაუპირისპირდება. 

 

აღსანიშნავია, რომ ქალთა შორის ფინალში კიდევ ერთი რუსი, სვეტლანა კუზნეცოვა ითამაშებს. ის ამერიკელ მადისონ კიზის შეხვდება.