ლიხშტაინერი ბუნდესლიგაში?

საფრანგეთის, იტალიისა და ინგლისის შემდეგ...

გამოცდილი შვეიცარიელი მცველი, სტეფან ლიხშტაინერი შესაძლოა აუგსბურგში გადავიდეს.  Kicker-ის ინფორმაციით,  მას შემდეგ რაც ფრაიბურგში ჯონათან შმიდი გადავიდა, ამ კლუბს დაცვის მარჯვენა ფლანგზე პრობლემები შეექმნა, რაც პირველ ტურში დორტმუნდთან (1:5) განადგურებამაც ცხადყო. 35 წლის ფეხბურთელს ნათამაშები საფრანგეთის, იტალიისა და ინგლისის ჩემპიონატებში აქვს, შესაძლოა ახლა მისთვის ბუნდესლიგის დროც იყოს.