1993 წლის 18 აგვისტო: სილამაზე და ტკივილი (+video)

ზუსტად 26 წლის წინ, ამ დღეს, თბილისის დინამომ საქართველოს სახელით პირველად ითამაშა ევროტურნირებზე. უფრო სწორად, კი არ ითამაშა, იფრინა... 

ჩრდილოეთ ირლანდიის ლინფილდთან ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე შინ 2:1 მოიგო, სტუმრად 1:1 ითამაშა და დანიის კოპენჰაგენს უნდა შეხვედროდა.

 

თუ ამ ეტაპსაც გაივლიდა, მერე მილანთან უწევდა! და ეს ის მილანი იყო, მათ კარში გოლის გატანაც კი მოვლენად რომ ითვლებოდა.  თუმცა მილანამდე კი არა, კოპენჰაგენამდეც კი ვინ მიგიშვა?!

 

ლინფილდთან თურქები მსაჯობდნენ, მთავარმა არბიტრმა ერმან თოროღლუმ დინამო მსაჯების მოსყიდვაში დაადანაშაულა და ფაქტებიც წარადგინა. უეფამ დაგვსაჯა და შემდეგ ეტაპზე ლინფილდი გაუშვა.

 

დიდი შოკი! ლამაზად თამაშობდა მაშინდელი დინამო. მხოლოდ 2:1 თბილისში - საცოდაობა იყო, ლოგიკას მთლიანად მოკლებული. თუ სწორად მახსოვს, კარისკენ დარტყმების რაოდენობა 35-ზე მეტი იყო!

 

ვისაც ახსოვს, დაგვეთანხმება. დინამო 90 წუთის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა, სტუმართა მეკარე ლესლი ლემონდი სასწაულებს აკეთებდა. არც მანამდე და არც ას შემდეგ, არ მახსენდება, ქართულ სტადიონებზე მეკარეს ასე ეთამაშოს... ლინფილდი თბილისელთა ნახევარზეც კი იშვიათად გადმოდიოდა. გარდა ამისა, იყო ორი საკამათო ეპიზოდი: ლინფილდის კარში ორი პენალტი არ დაინიშნა... რეზო, შოთა და არჩილ არველაძეები, გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული, მიხეილ ყაველაშვილი, გელა ინალიშვილი, გიორგი ნემსაძე, მურთაზ შელია და სხვები.

 

ეს დინამო, რომელზეც დავწერეთ, ჩემთვის და ჩემი ტოლი ბევრი ბიჭისთვის ხატივით იყო! მათთვის, ვისაც უფრო ძველი დინამო ცოცხლად არ უნახავს. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.