ვერნერი ბაიერნს მიუახლოვდა

ვერნერს ლაიფციგში დარჩენა არ უნდა

ლაიფციგის ნიჭიერი შემტევი, ტიმო ვერნერი ბაიერნში გადასვლასთან კიდევ უფრო ახლოსაა. საქმე იმაშია, რომ გერმანელი ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტს არ ახანგრძლივებს, შემდეგ ზაფხულს კი თავისუფალი აგენტის სტატუსით სასურველ გუნდში გადასვლა შეეძლება. მისით ყველაზე მეტად რეკორდმაისტერია დაინტერესებული და თავად ფეხბურთელსაც ძალიან სურს მიუნხენში გადაბარგება.

 

ზოგადად, ბაიერნს ფეხბურთელების უფასოდ დამატება კარგად გამოსდის. ამის ყველაზე სახელოვანი მაგალითი კი პოლონელი სუპერფორვარდი რობერტ ლევანდოვსკია.