ეშლი კოულიც წავიდა 

ინგლისელმა მცველმა კარიერა დაასრულა 

საფეხბურთო მოედანზე გატარებული 20 წლის შემდეგ, ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა.

38 წლის ინგლისელ მარცხენა მცველს თავის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი შეხვედრა ჰქონდა ჩატარებული, ბოლოს კი დერბი ქაუნთში თამაშობდა, სადაც ყოფილი თანაგუნდელის ფრენკ ლამპარდის თხოვნით მივიდა. 

"ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, კარიერის დასრულება გადავწყვიტე. ახლა დროა ბუცები ლურსმანზე ჩამოვკიდო და ახალ მიზნებზე ვიზრუნო, რომელიც სავარაუდოდ სამწვრთნელო საქმიანობით დაკავება იქნება.

ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პროფესიონალურ დონეზე ერთ მატჩს მაინც ჩავატარებდი. უკან მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში თამაში, ასევე პრემიერლიგის ტიტულები ჩამოვიტოვე, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი",-თქვა ეშლი კოულმა. 

კოული 1999-2006 წლებში არსენალში, მერე კი 2014 წლამდე ჩელსიში თამაშობდა. შემდეგ იყო სერია ა და რომა, ბოლოს ლოს ანჯელეს გალაქსი და დერბი ქაუნთი

პრემიერლიგა: 3

ჩემპიონთა ლიგა: 1 

ევროპის ლიგა: 1 

ინგლისის ასოციაციის თასი: 7

ინგლისის ლიგის თასი: 1 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.