სტეფონ მარბერის ოლიმპიური რეკორდი

სამეგობროში. იმ ამერიკას ჯერ პუერტო რიკომ აარტყა, შემდეგ - ჯგუფში ლიტვამაც აუწია ყური და ნახევარფინალში არგენტინამ მოუყომარა. 

ათენში ამერიკის Dream Team-ის თითქმის ყველა შეხვედრას დავესწარი. ინდიანაპოლისის გუნდის შემდეგ, ყველაზე სუსტი გუნდი NBA-ს მოთამაშეების სამეგობროში. იმ ამერიკას ჯერ პუერტო რიკომ აარტყა, შემდეგ - ჯგუფში ლიტვამაც აუწია ყური და ნახევარფინალში არგენტინამ მოუყომარა. ის ამერიკა იყო უმოტივაციო ბიჭების ნაკრები.

სტეფონ მარბერი მთელი კარიერის განმავლობაში ეძებდა ამ მოტივაციას. ნიჭიერი, აგრესიული პირველი ნომერი, რომელსაც შეეძლო მეტი და რომელსაც ჰქონდა ტიტანური შესაძლებლობები.

და, ერთი თამაშით, მარბერი იმ ნაკრების, იმ ოლიმპიადის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

ესპანეთთან ტიმ დანკანმა მაგრად დაიწყო, მაგრამ სწრაფად მიიღო ორი ფოლი, დაისვენა და როდესაც ესპანეთი წინ გავიდა, მწვრთნელებმა დაუძახეს მარბერის.

და სტეფმა აკრიფა. 31 ქულა. იმ მომენტში, ამერიკის ნაკრების აბსოლუტური რეკორდი.

სტეფი იყო დახვეწილი, სტეფი იყო პოდიუმზე გასაყვანი და სტეფი იყო ყველაფერი.

ამერიკამ ესპანეთი გააჩერა, მარბერი ერთი თამაშით გმირი გახდა და მისი რეკორდი მხოლოდ 8 წლის სემდეგ გააუმჯობესეს. ეს კარმელო ენტონიმ გააკეთა.

მარბერის გაცილებით მეტი უნდა ეთამაშა.

სტეფი იყო იმედგაცრუება.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.