ინტერს ლუკაკუ არ ყოფნის - მანჩესტერის კიდევ ერთი ფეხბურთელი ინტერში? 

გამოცდილი თავდამსხმელი შესაძლოა ნერაძურიში აღმოჩნდეს, მილანელებს იკარდი აღარ სჭირდებათ 

 

რომელუ ლუკაკუს შემდეგ, მილანის ინტერმა შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედიდან კიდევ ერთი თავდამსხმელი - ალექსის სანჩესი წაიყვანოს. 

 

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარსიოს ცნობით, ჩილელი თავდამსხმელი სამშაბათს მილანში ჩავა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ნერაძურის ფეხბურთელი გახდება. 

 

სანჩესი, რომელიც მანჩესტერს შარშან ზამთარში შეუერთდა, პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და წითელ ეშმაკებთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს. 


წინა სეზონში, 30 წლის ფეხბურთელმა 27 მატჩში ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა. 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.