ჩემპიონების მძიმე ტური 

ევროპის ოთხი წამყვანი ლიგის ტრიუმფატორმა ვერ შეძლო

ევროპაში საკლუბო ფეხბურთი ხურდება. პრემიერლიგის შემდეგ, დაიწყო ლა ლიგის, ლიგა 1-ის და ბუნდესლიგის ახალი გათამაშებებიც

ტოპ ხუთი ჩემპიონატის ოთხი ჩემპიონისთვის მიმდინარე ტური წარუმატებელი გამოვიდა. ორმა მათგანმა (ბარსელონა და ბაიერნი) პირველი მატჩი ჩაატარა ორმა კი - (მანჩესტერ სიტი, პსჟ) მეორე, თუმცა გამარჯვება ვერცერთმა მოახერხა. 


ბარსელონამ ლა ლიგის გახსნითი მატჩი სან მამესზე, ბილბაოს ატლეტიკთან - 0:1 წააგო. დამარცხდა პსჟ-ც, რომელმაც თასის ფინალში მარცხის გამო სრულფასოვანი რევანში ვერ აიღო და რენთან ისევ წააგო (1:2). თავისი რევანში მანჩესტერ სიტისაც ასაღები ჰქონდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დამმარცხებელი ტოტენჰემი მიიღო და გამარჯვების გოლი ხსენებული მატჩის მსგავსად დამატებულ დროში გაუუქმდა - 2:2. იგივე ანგარიშით დაასრულა საშინაო მატჩი მიუნხენის ბაიერნმაც, რომელმაც ბერლინის ჰერტას ვერ მოუგო.