როდესაც ნიუ ჯერსიმ ოთხმაგი დანკანი შეუკვეთა

დანკანი არ დომინირებდა. დანკანი კლავდა ნიუ ჯერსის. დანკანმა მოკლა ნიუ ჯერსი.

2002/2003 წლების სეზონი ტიმ დანკანის იყო. რეგულარულის MVP. ყველაზე შეუცვლელი მოთამაშე ყველაზე სტაბილურ გუნდში. დომინანტური სერია დასავლეთის ნახევარფინალში (იმ მომენტში) მოქმედ ჩემპიონთან - ლეიკერსთან. და ფინალი. მისთვის ისტორიული, განუმეორებელი ფინალი. ტიმ დანკანის ფინალი.

ნიუ ჯერსი კარგი გუნდი იყო. ჯეისონ კიდით და ბევრი ჩვეულებრივი ბიჭით. და იმ ფინალის ულაპარაკო ფავორიტად ტექსასური ხერხი ითვლებოდა. სპერსმა ყველა გადახერხა. ნიუ ჯერსი მალე დაიცლებოდა სისხლისგან.

სან ანტონიო იგებს სერიაში 3:2 და აგებს მეექვსე თამაშში. ბოლო მეოთხედის წინ ნიუ ჯერსიმ 6 ქულა დაიმარაგა.

და ბოლო მეოთხედში დანკანმა მოუგო ნეთსს.

ტიმიმ ეს თამაში 21 ქულით, 20 მოხსნით, 10 პასით და 8 დაფარებით დახურა.

საოცარი ტიმი.

დანკანი არ დომინირებდა. დანკანი კლავდა ნიუ ჯერსის. დანკანმა მოკლა ნიუ ჯერსი.

ნეთსმა გარისკა და ოთხმაგი დანკანი შეუკვეთა. და ტიმიმ საკუთარი თავი დროულად მიიტანა.

უღალატო კაცი.