სანჩესნახევარი

ჩილელ შემტევს ინტერი და მანჩესტერი გაიყოფენ


დაადგა საშველი: პრაქიკულად გადაწყვეტილია, რომ მანჩესტერი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად და უსარგებლო ალექსის სანჩესს დაემშვიდობება. ჩილელი შემტევის სამსახურით იტალიური ინტერი გახლავთ დაინტერესებული. 

მილანელთა ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე, რომელიც ფეხბურთელს თავისთან ჯერ კიდევ ჩელსიში მუსაობისას ეპატიჟებოდა, სანჩესს ტაქტიკური სქემის ერთერთ საკვანძო ფიგურად ხედავს. მწვრთნელი ახალ სეზონში 3-5-2 განლაგებით აპირებს თამაშს, საამისოდ კი სანჩესამდე მანჩესტერიდან რომელუ ლუკაკუც შეიმატა. 

 

ალექსის სანჩესს, აქამდე, იჯარით რომაში გადასვლის ვარიანტი ჰქონდა, თუმც არ გამოუვიდა. უფრო სწორად ფინანსური მოსაზრებების გამო მანჩესტერიდან წასვლაზე თავად თქვა უარი. 

ჩილელი ფეხბურთელი ინტერშიც განათხოვრებით მიდის, გაისად ზაფხულში კი მილანელებმა ის შესაძლოა საბოლოოდ გამოისყიდონ. გააჩნია, რა დოზით გაამართლებს მწვრთნელის იმედებს.

საინტერესოა, რომ ალექსის სანჩესისთვის გადასახდელ ხელფასს ძველი და ახალი კლუბები გაინაწილებენ. ფეხბურთელი მანჩესტერში ნახევარ მილიონ გიქრვანქას იღებდა. ახლა კი 250 მანჩესტერი გადაუხდის, ერთ ამდენსაც ინტერი. აი, სწორედ ამიტომ იყო ფეხბურთელის გაენათხოვრებიკენ ოლე გუნარ სულშერის გუნდი ესოდენ მოწადინებული. ახლა კლუბს თვეში მილიონი გამოუთავისუფლდა, რასაც სექტემბრიდან უფრო პრაქტიკული მიზნებისთვის გამოიყენებს. 

სანჩესს მილანში სამშაბათს ელიან. ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და თუ ხელი არაფერმა შეუშალა, ერთი სეზონი იქვე დარჩება.